ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში დაწინაურდა
27 მარტი, 2019

საქართველოს პასპორტი 2019 წლის გლობალური ინდექსის რეიტინგში 49-ე ადგილზე მოხვდა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო დაწინაურდა. ინფორმაციას 1TV.GE ავრცელებს. 

2019 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს პასპორტით შესაძლებელია 114 ქვეყნაში უვიზოდ ჩასვლა.

მაგალითად, სომხეთი რეიტინგში 78-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი – 73-ზე.

რეიტინგს ლიდერობს იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და გერმანია. ამ ქვეყნების პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 189 ქვეყანაშია შესაძლებელი.

Henley & Partners-ი რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია ამა თუ იმ პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.