აშშ-ის საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს მუდმივი რეზიდენტის სტატუსი მსოფლიოს მასშტაბით, 1,127,167-მა ადამიანმა მიიღო.
აქედან 605,911 - ქალია, 521,242 - კაცი, 14 მათგანის სქესი კი, უცნობია.
ამასთან, თითქმის ნახევარი ოფიციალურად უმუშევარია (525,564), შემდეგ კი, რაოდენობრივად სტუდენტები ან ბავშვები მოდიან (266,526).
კონტინენტების მიხედვით, ყველაზე დიდი ნაწილი ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას ეკუთვნის.
2017 წელს ე.წ „Green Card“ აზიის - 424,743-მა და ჩრდილოეთ ამერიკის 413,650 მოქალაქემ მიიღო. შემდეგ მოდის აფრიკა, ევროპა და სამხრეთ ამერიკა.
რაც შეეხება ქვეყნებს, პირველ ადგილს მექსიკა იკავებს. 2017 წელს აშშ-ის მუდმივი რეზიდენტის სტატუსი მექსიკის 170,581-მა მოქალაქემ მიიღო.
რაც შეეხება საქართველოს, ე.წ. "Green Card" 2015 წელს 1410-მა მოქალაქემ მიიღო, 2016 წელს - 1635-მა, ხოლო 2017 წელს - 1629-მა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ "მწვანე ბარათი" ადამიანებს საშუალებას აძლევს, მუდმივად იმუშაონ და იცხოვრონ ამერიკის შეერთებულ შტატებში.