საქსტატმა დღეს 2018 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნის მოსახლეობა 6,100-ით შემცირდა და 3,723,500 შეადგინა. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ 105,500-ით იკლო.
შემცირების მიზეზები:
დადებითი ბუნებრივი მატების (+4,614) მიუხედავად მოსახლეობის შემცირება უარყოფითმა სამიგრაციო სალდომ გამოიწვია. 2018 წელს ემიგრანტების რაოდენობა 98,935-ს იმიგრანტების რაოდენობა კი 88,152-ს შეადგენდა, შესაბამისად, ქვეყანა 10,783-ით მეტმა ადამიანმა დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.
შობადობას რაც შეეხება, 2018 წელს საქართველოში 51,138 ადამიანი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 46,524 შეადგინა.
მოსახლეობის კლება/მატება რეგიონალურ ჭრილში:
ცალკეული რეგიონების მიხედვით, მოსახლეობის ზრდა მხოლოდ თბილისში, აჭარაში და ქვემო ქართლში შემჩინევა, დანარჩენ რეგიონებში კი მოსახლეობის კლების ტენდენციაა. მატება ყველაზე დიდი 12,400 ადამიანი თბილისშია, რაც სავარაუდოდ დედაქალაქში არსებული შედარებით მაღალი ცხოვრების დონით, ბუნებრივი მატებითა და შიდა მიგრაციით არის გამოწვეული. ყველაზე დიდი შემცირება კი იმერეთის რეგიონშია. ამ მხარის მაცხოვრებელთა რაოდენობა გასულ წელს 9,600 ადამიანით შემცირდა.
რეგიონები, რომელთა მოსახლეობაც იზრდება:
-
თბილისი – 1,171,100 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 12,400 ადამიანი;
-
ქვემო ქართლი – 433,200 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 900 ადამიანი;
-
აჭარა – 349,000 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 2,700 ადამიანი.
რეგიონები, რომელთა მოსახლეობაც მცირდება:
-
იმერეთი – 497,400 ადამიანი, კლება წინა წელთან 9,600 ადამიანი;
-
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 316,200 ადამიანი, კლება წინა წელთან 4,600 ადამიანი;
-
კახეთი – 312,500 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 2,200 ადამიანი;
-
შიდა ქართლი – 257,300 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 2,000 ადამიანი;
-
სამცხე-ჯავახეთი – 154,100 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 1,800 ადამიანი;
-
გურია – 109,400 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 1,100 ადამიანი;
-
მცხეთა-მთიანეთი – 93,600 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 260 ადამიანი;
-
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29,700 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 500 ადამიანი.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7% ქალაქში ცხოვრობს. თბილისზე მოსახლეობის 31% მოდის.
www.bm.ge