ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს რკინიგზა - ტურიზმის განვითარერება
30 დეკემბერი, 2022

 „საქართველოს რკინიგზა“​ ​ მგზავრთა ჯგუფების გადაყვანა​

რატომ  მატარებელი?​

  • საქართველოს რკინიგზას 150 წლის დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს., რაც განაპირობებს მის სანდოობას და დადებით ემოციურ განწყობას. ​

  • მატარებელი  არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკომეგობრული  ტრანსპორტი . სტატისტიკის თანახმად საქართველოს რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების დაზიანების ან დაშავების ფაქტი არ გამოვლენილა.​

  • შვეიცარული წარმოების ორსართულიანი მატარებლები ადაპტირებულია შშმ  პირებზე, რაც საქართველოში ერთადერთ პრეცენდენტს წარმოადგენს საქალაქთაშორისო სატრანსპორტო საშუალებებს შორის​

  • მატარებლების მოძრაობაზე გავლენას ვერ ახდენს მაგისტრალურ გზებზე არსებული პერიოდული საცობები , სარკინიგზო ან საგზაო მონაკვეთებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები,  კლიმატისა და მეტეოროლოგიური პირობების გაუარესება (დიდთოვლიანობა)​

  • მატარებელში ყველა მგზავრი დაზღვეულია ​

  • ჩვენ გვაქვს მრავალფეროვანი და ლოიალური ფასები სხვა ალტერნატიულ სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით ​

  • ფილიალი „მგზავრთა გადაყვანა“ ფლობს ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 სერტიფიკატს​

  • 24-საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია კომპანიის ცხელი ხაზი -1331​

  • დეტალური შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე ან დაასკანერეთ QR კოდი: ​

სს“ საქართველოს რკინიგზა“ გთავაზობთ მატარებლებით მგზავრთა ორგანიზებული ჯგუფების გადაყვანას მაგისტრალური და საერთაშორისო მიმოსვლის მატარებლებით:​

საქართველოში 5 ძირითად მიმართულებაზე ​

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი ​

  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი ​

  • თბილისი-ფოთი-თბილისი ​

  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ​

  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი​​

საერთაშორისო მიმართულება:​

  • თბილისი-ბაქო-თბილისი (დროებით შეჩერებულია),​

  • თბილისი-ერევანი-თბილისი​

  • ბათუმი-ერევანი-ბათუმი (ზაფხულის სეზონზე)​

კონკრეტული განრიგები იხილეთ ლინკზე: ​

საერთო მომსახურება, რომელიც მიეწოდებათ მგზავრებს ყველა ამ  მატარებლით მგზავრობისას:​​

  • შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ ბავშვებს, სტუდენტებს, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს.​

  • მგზავრებს მატარებლის მსვლელობის დროს ეძლევათ უფრო მაღალ კლასში გადასვლისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, შესაბამისი საფასურის გადახდის ხარჯზე;​

  • სამატარებლო ბრიგადების წევრები და მგზავრთა სერვის-ცენტრების თანამშრომლები (მგზავრთა მომსახურე პერსონალი) ატარებენ უნიფორმებს, რათა მათი იდენტიფიცირება მარტივი იყოს;​

  • სამატარებლო ბრიგადების წევრებს და მგზავრთა სერვის-ცენტრების თანამშრომლებს გავლილი აქვთ სახანძრო უსაფრთხოების და პირველადი სამედიცინი დახმარების ტრენინგები​

  • მატარებლის სავარძლები აღჭურვილია ერთჯერადი თავმისადებებით, რომლებიც იცვლება ყოველი რეისის დასრულების შემდეგ;​

  • მგზავრს შეუძლია უსასყიდლოდ გადაიტანოს არაუმეტეს 36 კგ ხელბარგი, რომლის სიგრძე 3 განზომილებით არ აღემატება 180 სმ-ს. ხოლო დაშვებულზე მეტი წონის ან ზომის ბარგი გადაიტანება დამატებითი საფასურის გადახდით, დადგენილი წესის შესაბამისად. ​

  • ველოსიპედის გადატანა მატარებლით შესაძლებელია დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე;​

  • მატარებლის ნებისმიერი კლასის ვაგონით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს უფასოდ გადაიყვანოს პატარა ზომის შინაური ცხოველები/ფრინველები კომპანიაში დადგენილი წესების დაცვით;​

  • კომპანიაში მოქმედებს კომპენსაციის პირობები მატარებლების დაგვიანების ან ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში.​

მგზავრთა ცალკეული ჯგუფების (10 ადამიანი და მეტი) გადაყვანა ხორციელდება განაცხადის საფუძველზე https://www.railway.ge/jgufebis-gadayvana/  განთავსებული შესაბამისი ფორმისა და პირობების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ მეილის grbooking@railway.ge, ტელეფონის +995 322 199271 (სამუშაო საათები 10:00-18:00 შაბათ-კვირის გარდა) ან ცხელი ხაზის 1331 (24-საათიანი რეჟიმი) საშუალებით.

პრეზენტაციის ქართული ვერსია presentation 2022 ჯგუფურის შეთავაზება.pptx

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.