საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი იზრდება. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, აეროპორტები 2,72 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით მეტია, ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მგზავრთნაკადის ზრდაა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში: 7 თვეში ზრდამ, 27% შეადგინა და 2 104 161 მგზავრს მიაღწია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მზავრთნაკადი 33%-ით გაიზარდა და 310.115 მგზავრი შეადგინა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა და 301.597 მგზავრი შეადგინა.
რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4.047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა.
www.travelingeorgia.ge