საქართველოს საჰაერო სივრცეში 2018 წლის იანვარი-ივლისში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა, 7 955 ფრენით (10.1%) მეტი 2017 წლის იმავე პრიოდთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს (+3 031 ფრენა, +5.3%).
აფრენა-დაფრენის რაოდენობა კი 25 941-ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით (23.4%) მეტი.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვარ-ივლისში 23 930 405 კმ-ს შეადგენს (+333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტი 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე).
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD. აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელები ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT-ია.
www.travelingeorgia.ge