“საქაერონავიგაციის” მონაცემებით, 2018 წლის 5 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა, რაც 5 500 ფრენით, ანუ 10.5%-ით აღემატება 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს.
5 თვეში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925-ს შეადგენს, ეს 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა-დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია (+3 254 ფრენა, ანუ 25.5%-ით მეტი).
საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის დისტანცია იანვარი-მაისის ჩათვლით 16 385 340 კმ-ია. მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2017 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKRAINE AIRLINES დაფიქსირდნენ.
www.travelingeorgia.ge