ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან
07 მარტი, 2018

საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი სტუმრობს. ჯგუფი მთის კურორტების მდგომარეობას შეაფასებს. შეფასებაზე დაყრდნობით, მთავრობა შევიმუშავებს სამოქმედო გეგმას.

„მოვემზადებით ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ საქართველოში 2030 წლისთვის ჩატარდეს ზამთრის სპორტული ოლიმპიადა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ, ლოზანაში ვიზიტისას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, თომას ბახთან შეხვდრაზე 2030 წელს, საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარების პერსპექტივა განიხილა.

„2030 წელს საქართველოში ზამთრის სპორტული ოლიმპიადის ჩატარება არის უდიდესი პერსპექტივა ქვეყნისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს სამთო-სათხილამურო კურორტებს და დაიდება იმ მიმართულებების ანალიზი, სადაც ჩვენ გვმართებს მეტი ყურადღების კონცენტრირება, მეტი რესურსის დახარჯვა," - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.