ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს სამთო კურორტებზე სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნება
08 დეკემბერი, 2017

სასტუმროებსა და გესთჰაუსებში ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია. საქართველოს სამთო კურორტებს შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა (2190-2200მ) გუდაური მდებარეობს. კურორტი ალპურ ზონაშია გაშენებული.  მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, გუდაურში 30-მდე სასტუმრო და გესთჰაუსია.

სამთო კურორტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ადგილი მესტიაა. გეგმის მიხედვით, თეთნულდის სათხილამურო ტრასა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება. სათხილამურო პერიოდი თეთნულდზე 6-7 თვე გრძელდება.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.