ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს ბარსელონაში გაეცნენ
04 დეკემბერი, 2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IBTM 2023 მიიღო მონაწილეობა.

საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი. გამოფენაში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 8 კომპანია მონაწილეობდა.

გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო კომპანიებთან საქართველოში დიდი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ფორუმების გამართვის მიზნით შეხვედრები გაიმართა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

IBTM 2023-ზე მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. 3 დღიან გამოფენას 15 ათასზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავდა.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.