ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს სათევზაო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა აქვს
03 ოქტომბერი, 2018

მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძე საქართველოში სათევზაო ტურიზმის განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც მან გადაცემა საქმიან დილაში განაცხადა, ეს მიმართულება ქვეყანაში განვითარებული არ არის, არადა ჩვენთან არსებული თევზების უნიკალური ჯიშების გამო, მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

ტყემალაძე ხსნის, რომ ამ მიმართულების განვითარებას დიდი დანახარჯები არ სჭირდება და არც განსაკუთრებულ ინფრასტრუქტურას მოითხოვს, საკმარისია მხოლოდ მცირე ხელშეწყობაა კერძო და საჯარო სექტორის მხრიდან. მომავალში კი ეს დადებით შედეგს და შემოსავლებს მოუტანს ქვეყანას.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.