ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან იზრდება
03 ივლისი, 2018

ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარი-აპრილის მდგომარეობით საქართველომ უცხოური ტურიზმიდან 799 მლნ დოლარი (ზრდა +28.4%) მიიღო, ეს 177 მილიონით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან 551 მილიონ დოლარია (ზრდა +26.7%), 116 მილიონით მეტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.75 მილიარდ (2,751,279,624) დოლარს (ზრდა +27%), რაც 585 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.

 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.