ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან იზრდება
04 ოქტომბერი, 2018

2018 წლის იანვარი-აგვისტოს წინასწარი მონაცემებით, საქართველომ უცხოური ტურიზმიდან 2,233 მლრდ დოლარი მიიღო, 22.2%-ით მეტი ვიდრე 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში.

2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%).

2017 წელს საქართველომ უცხოური ტურიზმიდან 2.7 მილიარდ დოლარი მიიღო (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია.

2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.