ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება დასჯადი ხდება
09 აპრილი, 2019

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება მხოლოდ სისხლის სამართლის წესით არ დაისჯება. კანონდამრღვევებს პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული წესითაც დაეკისრებათ და მათთვის ფულადი ჯარიმებიც განისაზღვრება.

ირაკლი სესიაშვილმა და ოთარ ჩრდილელმა პარლამენტს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შარშან წარუდგინეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების დამზადება, წარმოება და გამოყენება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ამავე პროექტით, ამ ქმედებისთვის იურიდიული პირი ჯარიმით და საქმიანობის უფლების ჩამორთმევით დაისჯება. ამავე თემაზე ინიცირებისთვის მზად არის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ახალი პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთი დარღვევების გამო ფიზიკური პირი 100, ხოლო იურიდიული 150 ლარით დაჯარიმდება.

ცვლილებების შესახებ პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.