ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან
23 თებერვალი, 2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ინდოეთში, ნიუ-დელიში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28  სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას SATTE 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია ესწრება. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.