ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრი გაეცნობა
11 მარტი, 2019

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა.ზურაბ პოლოლიკაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ესწრებიან.

შეხვედრაზე დაგეგმილი პროექტებისა და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბრეშუმის გზის ქვეყნების მინისტრების ფორუმსაც დაესწრო. ეს შეხვედრა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა. ფორუმს ევროპისა და აზიის 34 ქვეყნიდან მინისტრები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ონლაინპორტალების, მათ შორის Google-ის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

როგორც ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები გაეცნობიან.

“ივნისში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის მინისტრების ვიზიტი გაიმართება. ჩვენ ადგილზე გავაცნობთ ათეულობით მინისტრს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს”, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

„პროდუქტიული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან. მნიშვნელოვანია მის მიერ გამოხატული მხარდაჭერა საქართველოში ტურიზმის განვითარების კუთხით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, შეხვედრაზე საგანმანათლებლო სფეროსთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები განიხილეს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.