ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები იაპონიაში წარადგინეს
16 ოქტომბერი, 2018

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან ქართული ღვინო გაესინჯათ და გაცნობოდნენ ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებს და ბეჭდურ საპრომოციო მასალას. 
დამთვალიერებლებს შორის განსაკუთრებული ინტერესი ქართველი სუმოს მოჭიდავის, ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინ ცუიოშის ბანერმა გამოიწვია. ტოჩინოშინი იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუმოს მოჭიდავეა. 
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი კომპანიები: Caucasus Travel, Concord Travel, Visit Georgia, Georgian DMC, Explore Georgia, Geo 4 Tours, Georgica Travel.
გამოფენის ფარგლებში იაპონიის უმსხვილესმა ტუროპერატორმა JTB საქართველოს შესახებ პრეზენტაცია/სემინარი გამართა, რომელსაც საქართველოთი დაინტერესებული იაპონური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 200 ათასამდე დამთვალიერებელი დაესწრო. გამოფენაზე მსოფლიოს 130 ქვეყნიდან 1300 კომპანია იყო წარმოდგენილი.

ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.