2020 წლის განმავლობაში საქართველოდან ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტმა $342.5 მილიონი შეადგინა. აქედან ღვინის ექსპორტი $210.3 მილიონი იყო, რაც წლიურად 5.6%-ით შემცირდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტი კი 3.8%-ით, $132.2 მილიონამდე გაიზარდა. შესაბამისად, სექტორმა გასული კრიზისული წელი დანაკარგების გარეშე გადალახა.
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს საკუთარი ფინანსური მაჩვენებლები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული. ამ დროისთვის კომპანიების 2020 წლის ფინანსური შედეგები არ არის ცნობილი, თუმცა reportal.ge-ზე საჯაროდ არის განთავსებული მათი 2019 წლის შედეგები. რეიტინგში პირველ ადგილზე ჯგუფი "კახური ტრადიციული მეღვინეობაა“, რომლის შემოსავალიც 2019 წელს 105 მილიონ ლარს აჭარბებდა, წმინდა მოგების მაჩვენებელი კი 22.6 მილიონი ლარი იყო. მეორე ადგილზეა Bolero & Company, რომლის გაყიდვებიც 67.5 მილიონი ლარი იყო.
საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი:
1. კახური ტრადიციული მეღვინეობა - შემოსავალი 2019 წელს 105,239,812 ლარი;
2. შპს „ბოლერო & კომპანი“ - შემოსავალი 2019 წელს 67,454,865 ლარი;
3. ასკანელი ძმები - შემოსავალი 2019 წელს 63,223,666 ლარი;
4. სს სარაჯიშვილი - შემოსავალი 2019 წელს 45,174,622 ლარი;
5. სს ბადაგონი - შემოსავალი 2019 წელს 42,974,268 ლარი;
6. სს ჯორჯიან ბევერიჯის ჰოლდინგი, თელიანი ველის მფლობელი კომპანია - შემოსავალი 2019 წელს ღვინის რეალიზაციიდან 42,150,000 ლარი;
7. სს თელავის ღვინის მარანი - შემოსავალი 2018 წელს 38,593,641 ლარი;
8. ჯგუფი შატო მუხრანი და GWS (სს მარუსია) - შემოსავალი 2019 წელს 36,573,000 ლარი;
9. სს თბილღვინო - შემოსავალი 2019 წელს 36,369,000 ლარი;
10. ჯგუფი მეღვინეობა ხარება - შემოსავალი 2019 წელს 34,798,579 ლარი.
bm.ge