ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოს ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა სურს
23 იანვარი, 2018

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (Comité International Olympique) საქართველოში ექსპერტებისა და მრჩევლების სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის. ჯგუფი მთის კურორტების განვითარების მდგომარეობას და სამომავლო პერსპექტივებს შეისწავლის.

ექსპერტთა ჯგუფი გაეცნობა საქართველოს შესაძლებლობებს, მათ შორის ახალგაზრდული სპორტის განვითარების მიმართულებით.

ექსპერტების გამოგზავნაზე გადაწყვეტილება კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას მიიღო. 

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია, პერსპექტივაში ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა, განიხილეს შესაძლებლობა, საქართველომ უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში. 

აღინიშნა, ეომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ პროცესში შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების ფართოდ გამოყენების მნიშვნელობაზე, რაც დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს და ხელს უწყობს მთის სათხილამურო კურორტების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებას.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.