საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის, ივნისის ბოლოს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ევროკავშირთან, ჩინეთთან - რომელიც ცოტა ხნის ამოქმედდა, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან, უახლოეს ხანში, ჰონგ კონგიც შეემატება, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულება "Belt and Road"-ის სამიტის ფარგლებში გაფორმდება.
„ეს მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ექსპორტისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს ღია ეკონომიკას, ღიას - ვაჭრობისთვის, ინვესტიციებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს დამატებით ბიძგს მისცემს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,"- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცემათ, პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ახალ, 7-მილიონიან, მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე სამომხმარებლო ბაზარზე გაიტანონ.
ხელშეკრულება განსაზღვრავს თავისუფალი ვაჭრობის პირობებს და მხარეებს შორის პროდუქტებითა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობას ითვალისწინებს. საქართველოსა და ჰონგ კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკეები 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ რაუნდში დასრულდა.
საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. უახლოეს ხანში, ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰონგ კონგთან. ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ინდოეთსა და ისრაელთან.
www.travelingeorgia.ge