რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე მაღალი რანგის დიპლომატები ალაპარაკდნენ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების ვადებზე ისაუბრა და პროცესის განახლება ამჯერად პანდემიას დაუკავშირა. „კომერსანტთან“ საუბარში რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ ამ საკითხზე საუბარი მალე დაიწყება.
„კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩვენ გავაკეთეთ მოკლე საპასუხო კომენატარი იმის შესახებ, რომ გვაქვს იმედი, ამ საკითხე ახლო მომავალში კონკრეტული საუბარი გაიმართება“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანამდე, ხუთშაბათს, 22 ივლისს რუსული გამოცემა "რია ნოვოსტი" ციტირებდა რუსი დიპლომატის კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით.
„2019 წელს რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში მგზავრების გადაყვანის აკრძალვა იძულებითი ნაბიჯი იყო და დროებით ხასიათს ატარებს. იმედია, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გაკვეთილი („გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებული მოვლენები. რედ.) და სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური ვითარების დასტაბილურების შემდეგ ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდება“, — განაცხადა ანდრეი რუდენკომ.
რუსეთის პრეზიდენტმავლადიმირ პუტინმა ე.წ. გავრილოვის ღამის მეორე დღესვე, 2019 წლის 21 ივნისს მოაწერა ხელი ბრძანებას ავიაკომპანიებისთვის საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ, რომელიც ძალაში იმავე წლის 8 ივლისიდან შევიდა.
commersant.ge