ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მომსახურება საშუალოდ 520 ლარს აღემატება
16 ოქტომბერი, 2018

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 521 ლარი შეადგინა.

საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 619 ლარს მიაღწია, აჭარაში - 527 ლარს, კახეთში - 400 ლარს, სამცხე-ჯავახეთში - 383 ლარს.

თბილისში სასტუმროს ფასების დონე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, არ შეცვლილა. საქართველოში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, 6.4%-ით შემცირდა. ამ ტიპის სასტუმროებში ფასები ყველაზე მეტად გურიაში (-38.7%) და აჭარაში (-20.4%) შემცირდა.

სექტემბერში, 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ზრდა არც ერთ რეგიონში არ დაფიქსირებულა. თბილისში კი ფასები 0.2%-ით შემცირდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.