ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ - გამყრელიძე
10 ივნისი, 2021

"საქართველოში აცრილი ადამიანები ევროპაში ჩვეულებრივ იმოგზაურებენ", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მიიღებენ მოქალაქეებს, რომლებიც ჯანმო-ს მიერ რეგისტრირებული ვაქცინებით იქნებიან აცრილნი.

ამირან გამყრელიძის თქმით, სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები საქართველოშიც უპრობლემოდ შემოვლენ.

„თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ევროპის ქვეყნები დიდ ყურადღებას აქცევენ ნეგატიურ PCR-ტესტს“, - აღნიშნა NCDC-ის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ: საქართველოში ვაქცინაცია ოთხი ვაქცინით მიმდინარეობს. ესენია: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. ოთხივე მათგანი ჯანმო-ს მიერ არის ავტორიზებული.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.