ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში აღმოჩენილი ღვინის ნაშთები 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დასახელდა
01 მარტი, 2018

ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა Archaeology საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები 2017 წლისმსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა. 

"ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინისნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითადბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წელს აყენებდნენ - დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ვაზი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს", - ნათქვამია გამოცემაში. 

ქვემო ქართლში, სოფ. იმირში მდებარე ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის - "გადაჭრილი გორას" შესწავლას საქართველოს ეროვნული მუზეუმისარქეოლოგთა ჯგუფი ათწლეულებია ახორციელებს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.