ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში არსებული ეპიდვითარების ფონზე airBaltic-მა რიგიდან თბილისის მიმართულებით რეისები 31 დეკემბრამდე გააუქმა
26 ნოემბერი, 2020

ლატვიურმა ავიაკომპანია airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე დეკემბრის ჩათვლით რეისები გააუქმა. ავიაკომპანიაში აღნიშნულის მიზეზად საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას ასახელებენ.

როგორც საქართველოში airBaltic-ის წარმომადგენლობაში აცხადებენ, airBaltic-ს თბილისის მიმართულებით დეკემბერში ფრენების განხორციელება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა საქართველოში არსებული COVID-ვითარების ფონზე რეისების განხორციელება 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა. ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეისები 10 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლითაც შეაჩერა და 1-ლი დეკემბრიდან რეისების განახლებას განიხილავდა.

რაც შეეხება 2021 წლის 1-ელი იანვრიდან airBaltic-ის მიერ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სქემას, ეს იმ დროისთვის არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებაზე რეისები გააუქმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.