საქართველოში ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა
თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მატარებელი ამ დროისთვის ახალქალაქის სადგურშია და რკინიგზის ქართულ მონაკვეთს სატესტო რეჟიმში გაივლის. ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა 1520 მმ-იანი ლიანდაგი ევროპულ, 1435 მმ-იან ლიანდაგებს უერთდება. „შტადლერის“ მატარებელი შეუფერხებლად ორივე მონაკვეთის გავლას შეძლებს.
სამგზავრო მარშრუტის დანიშვნა მაგისტრალზე მიმდინარე წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
სამგზავრო შემადგენლობა აზერბაიჯანის რკინიგზამ შეიძინა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
commersant.ge