ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში Booking.com -ის ქართული ანალოგი Apartments.ge ამოქმედდა
02 ივლისი, 2018

საქართველოში ონლაინ დაჯავშნის  ახალი პლატფორმა Apartments.ge  ამოქმედდა. პლატფორმა  ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლამდე მათთვის სასურველი სასტუმროს დაჯავშნის საშუალებას აძლევს.

Apartments.ge -ი   Booking.com- ის ქართულ ანალოგადაც  შეიძლება ჩაითვალოს.   

ქართული პლატფორმა მოიცავს  ისეთ მოთხოვნად პროდუქტებს, როგორებიცაა:

-მსხვილი დეველოპერული კომპანიების პროექტებში სასტუმროს აპარტამენტების   ონლაინ დაჯავშნა, ელექტრონული სერვისით ტურისტებს  საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეამოწმონ საქართველოს  სასტუმროში  თავისუფალი ნომრები, შესაძლებელი იქნება  მათი ონლაინ რეზერვაცია. მომხმარებელი საკუთარი გემოვნების მიხედვით შეძლებს, აირჩიოს ნომერი, კვების რაციონი და სხვ. ასევე შეეძლებათ ონლაინ დაჯავშნა პლასტიკური ბარათით.

პროექტის ავტორების ცნობით, სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება ბიზნეს კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფებისთვის დარბაზების  დაჯავშნაც. ასევე შესაძლებელი იქნება Apartments.ge-ს და საქართველოში არსებულ შემომყვან ტურ-ოპერატორებთან ერთობლივი თანამშრომლობაც, რომელიც ტურების დაგეგმვას და ონლაინ შესყიდვას გულისხმობს.

„სერვისი გამარტივებული და მოსახერხებელი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი მოგზაურისთვის. დღეს ტურისტების დიდი რაოდენობა თავად ჯავშნის სასტუმროებს, იღებს გადაწყვეტილებას, სად და როგორ უნდა იმოგზაუროს. ამდენად, მნიშვნელოვანია ყველა ის სისტემა, რომელიც ტურისტებს დაეხმარება ონლაინ რეჟიმში დაჯავშნონ სასტუმროები და მაქსიმალურად გაეცნონ იქ არსებულ სერვისს. ეს  მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია“-აღნიშავენ Apartments.ge-ს ადმინისტრაციაში.

მათივე განმარტებით, ახალი პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცირე, საშუალო  და მსხვილი ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობას. Apartments.ge-ს წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ახალი პლატფორმის ანალოგი საქართველოში არ არსებობს.  ონლაინ დაჯავშნის ახალი სისტემის ამოქმედება  კი ხელს შეუწყობს  სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და გაზრდის საერთაშორისო მოგზაურების წვდომას ამ სერვისის მიმართ.

ონლაინ დაჯავშნის პორტალი  Apartments.ge   საწყის ეტაპზე მხოლოდ ქართულადაა.  უახლოეს მომავალში კი ხელმისაწვდომი  რუსულ და ინგლისურ ენებზეც იქნება  შესაძლებელი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.