ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ე.წ რუსულ ტურისტულ ემბარგოზე განცხადებას ავრცელებს
04 ივლისი, 2019

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ორივე ქვეყნის მოქალაქეებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ უკანონო და არაპროპორციულია.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის შესახებ უკანონო და არაპროპორციულია.

ამასთანავე, რუსეთის მხირდან 27 ივლისს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა ადამიანებს თავისუფალი გადაადგილების უფლებას ართმევს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე ნაგტიურად აისახება. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.

ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

IPN


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.