19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით, თბილისსა და რუსთავში მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „ფორსაჟი“ სცენებს გადაიღებენ.
გადაღებების ფარგლებში, თბილისისა და რუსთავის რამდენიმე ქუჩა პერიოდულად გადაიკეტება.
გადაღების პროცესს მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა.
მძაფრსიუჟეტიანი ფილმის მასშტაბურ გადაღებას მსხვილი ამერიკული კომპანია „შპს “ენკენი ფილმს ფფ9” ახორციელებს. გადაღებები თბილისისა და რუსთავის ქუჩებში 19 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ფილმში თბილისი მასიურ სარბოლო სცენის ადგილად იქნება წარმოდგენილი, რისთვისაც თბილისისა და რუსთავის ქვემოთ ჩამოთვლილი ქუჩები პერიოდულად გადაიკეტება. კერძოდ:
18 აგვისტო – 27 აგვისტო: ვაჟა-ფშაველას გამზირი
26 აგვისტო – 3 სექტემბერი: რუსთაველის გამზირი
2-7 სექტემბერი – რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია
6-7 სექტემბერი – თავისუფლების მოედანი და პუშკინის ქუჩა
8-16 სექტემბერი – ბესარიონ ჟღენტის და ავთო ვარაზის ქუჩები, ნუცუბიძის მე-4 პლატო.
16 სექტემბერი – უნივერსიტეტის ქუჩა
IPN.GE