საქართველოში გასტრონომიული ტურიზმის განვითარება იწყება. როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ქართული კულინარიის განვითარების მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდება.
ახალი პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის ყოველწლიურ სახეს შეიძენს და ფესტივალის სახეს მიიღებს. მსოფლიოში ცნობილი მზარეულებთან ერთად საქართველოს ეწვია ღვინის ტურიზმისა და კულინარიის თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ჟურნალისტები და ბლოგერები.
სპეციალურად მოწყობილ ტურში მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 4 შეფმზარეული. ტურის ფარგლებში გაიმართა გალა ვახშამი, რომელსაც ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ვახშამისთვის ცნობილმა უცხოელმა მზარეულებმა მასტერკლასები ჩაატარეს და სპეციალური კერძები მოამზადეს, რომელიც საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილების შემდეგ გადაწყვიტეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახალი პროექტი ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს როგორც კულინარიული ტურიზმის მიმართულების წარმოჩინებას და თბილისის როგორც ერთ-ერთი წამყვანი „Fine Dining“ ქალაქის პოპულარიზაციას.
www.travelingeorgia.ge