კომპანია “თბილღვინოს” თანადამფუძნებელი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ პანდემიამ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შეამცირა, თუმცა ამ დანაკლისის შევსება კომპანიამ ექსპორტის ზრდით მოახერხა.
“მარტშივე, როგორც კი ლოქდაუნი გამოცხადდა, "თბილღვინოში" შევქმენით სამოქმედო გეგმა, რომლითაც გადავაწყვეთ საწარმოო პროცესი როგორც თბილისის, ისე ყვარელის წარმოებაში; უზრუნველვყავით თანამშრომელთა ჯანმრთელობა; ასევე დავამტკიცეთ ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე დამატებითი აქტივობებისთვის გამოვყავით. ამან რეალურად მოგვცა შედეგი, თვიდან თვემდე გვაქვს 15-20%-იანი ზრდა გასული წლის ექსპორტთან შედარებით”,- აცხადებს ზურაბ მარგველაშვილი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მისი თქმით, საქართველოში გაყიდვების 60-70%-იანი კლება უფიქსირდებათ.
მიუხედავად გაყიდვების შემცირებისა, კომპანიას ამ დრომდე არცერთი თანამშრომელი არ გაუთავისუფლებია.
www.bm.ge