ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ბოლო წლებში იკლებს
18 დეკემბერი, 2020

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე კლების ტენდენციით ხასიათდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, 2006 წელს ერთ ადამიანზე ღვინის მოხმარება წლიურად 33.4 ლიტრს შეადგენდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 19.8 ლიტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს რიცხვი ჯერ კიდევ მაღალია საქართველოს საექსპორტო ბაზრებთან შედარებით, მათ შორის ჩინეთთან, რუსეთთან, უკრაინასა და ყაზახეთთან შედარებით.

ხოლო ამ ოთხ ქვეყანასთან შედარებით, ღვინის მოხმარება უფრო მაღალია საქართველოს შედარებით ახალ და მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, სადაც მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 14-დან 31 ლიტრამდეა წლის განმავლობაში.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.