ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში გზების მშენებლობისთვის EBRD 250 მლნ ევროს გამოყოფს
27 სექტემბერი, 2018

საქართველოში გზების მშენებლობისთვის EBRD 250 მლნ ევროს გამოყოფს, - ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო კომუნიკაცია.

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ის გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.