ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ICCA-სთან თანამშრომლობით საქმიან ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
21 სექტემბერი, 2018

ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში International Congress and Conference Association – ICCA-სთან თანამშრომლობით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით იგეგმება B2B შეხვედრები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძემ საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრებს სამომავალო გეგემები გააცნო. შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა სასტუმროსა და ტურისტული კომპანიის 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საგამოფენო და საკონვენციო ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო გამოცემებთან როგორებიც არის : “Business Traveller,"-და “Mice & More.” აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საკონვენციო და კონგრესების ასოციაციმ ICCA-ს რეიტინგში საქარველო ამიერკავკასიასა და შუაზიაში პირველ ადგილზე დაასახელა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ოფიციალურად 2016 წლიდან ფუნქციონირებს.

ბიუროს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საქართველოში საქმიანი ტურიზმის (MICE) განვითარება, სხვადასხვა კონფერენციების, გამოფენებისა და მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.