ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ირანიდან ვიზიტები 41%-ით შემცირდა
08 თებერვალი, 2019

2019 წლის იანვარში საქართველოს საზღვარი სულ 8,424 ვიზიტორი გადმოკვეთა, რაც 2018 წელთან შედარებით  41.2%- ნაკლებია. 

ვიზიტორთა ნაკადის შემცირება შესაძლოა სხვა მიზეზებთან ერთად, ირანის მიერ საკუთარი მოქალაქეებისათვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ გაკეთებული განცხადებაც გახდა. 2018 წლის დეკემბერში ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ ირანის ასობით მოქალაქის საზღვრიდან გაბრუნებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, რასაც შემდგომში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ირანის ელჩის შეხვედრა მოჰყვა, რომელზეც გადაწყდა, რომ სამიგრაციო საკითხებში ორი ქვეყანა უფრო მჭიდრო პარტნიორობას დაიწყებდა. 

2018 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე ხშირად ისევ ირანელებს აბრუნებენ. ჯამში, 2018 წლის განმავლობაში, საქართველოში შემოსვლაზე ირანის ისლამურის რესპუბლიკის 3,098 მოქალაქეს ეთქვა უარი. 

ირანთან ერთად შემცირებულია ვიზიტორთა ნაკადი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.