ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება?!
29 ივნისი, 2017

საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმება. „კომერსანტის" ინფორმაციით, გურიაში, სოფელ მერიაში არსებულ აეროდრომის ბაზაზე იგეგმება ახალი, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში წლების განმავლობაში იდგა, თუმცა, ამ ეტაპზე იქ არც მშენებელობა მიმდინარეობს და 230 ჰექტარი ტერიტორია დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გურიის გუბერნატორის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია დღემდე სწორედ ამ მიზნისთვის შენარჩუნდა.

„პირდაპირ გეტყვით, პრემიერ-მინისტრის,ეკონომიკის სამინისტროს და ზოგადად, მთავრობის, ასევე ჩემი სურვილით, ეს ტერიტორია ასე დაუნაწევრებლად ამ მიზნით შენარჩუნდა. არც იმას დავმალავ, რომ ამ თემაზე საუბრები იყო. თუმცა, რაიმე ხელშესახები შედეგი ამ დრომდე არ გვაქვს. არის უნიკალური ტერიტორია, ზღვიდანაც შეიძლება დაფრენა, კლიმატურადაც კარგია,სტრატეგიული ადგილია. რამოდენიმე კილომეტრშია ფოთიდანაც, ბათუმიდანაც, „ბლექსი არენადანაც" ამ ტერიტორიის ზუსტად ამ მიზნისთვის გამოყენება იდალური იქნება"-აცხადებს სალუქვაძე.

მისივე მტკიცებით, სოფელ მერიაში აეროდორმი საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობს და მისი ფართობი 230 ჰექტარს შეადგენს.

„საუბრები ამაზე სულ არის. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაა, რომ ყველა რეგიონს განვითარება უნდა მიეცეს, აეროდრომი და სატვირტო გადაზიდვები პრიორტეტია. თუ გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც თანხას ჩადებს, კარგი იქნება"-აცხადებს სალუქვაძე.

„კომერსანტმა" ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაშიც სცადა,თუმცა, უწყებიდან ამ დრომდე კონტაქტზე არავინ გამოსულა. ეკონიმიკის სამინისტროში კი მხოლოდ ის დაადასტურეს,რომ ამ დროისთვის ხელისუფლება აეროდრომების შესწავლას ახორციელებს.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოში 3 საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს. მათ შორისაა, თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები. 

საბჭოთა პერიოდში მერიის ტერიტორიაზე აშენდა სამხედრო აეროდრომი და მოეწყო შესაბამისი დასახლება. 1995 წლის 21 მაისს აეროდრომიდან შესრულდა პირველი რეისი ოზურგეთი-მოსკოვი. ამჟამად აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებულია მუნიციპალური ნაგავსაყრელი.

შეგახსენებთ,სოფელ მერიაში აეროპორტის მშენებლობას 2017 წლის აპრილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე" გამოეხმაურა. „არ დაგვცალდა, თორემ გურიაში, სოფელ მერიაშიც ვაპირებდით ორჯერ დიდი აეროპორტის აშენებას და მისი ავტობანით დაკავშირებას ბათუმთან, ფოთთან და ლაზიკასთან"-წერდა სააკაშვილი.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.