2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიები 2,449,268 მგზავრს მოემსახურნენ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ნახევარი წლის შედეგებით საქართველოს საავიაციო ბაზარზე პირველ ადგილზე უნგრულმა ავიაომპანია Wizz Air-მა გადაინაცვლა, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს, ავიაკომპანია წლის პირველ ნახევარში 348,850 მგზავრს მოემსახურა, რითიც ბაზრის 14% უჭირავს.
საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების პირველი ათეული გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით:
-
Wizzair – 348,850 მგზავრი, ბაზრის წილი 14%;

2) ჯორჯიან ეარვეისი – 260,776 მგზავრი, ბაზრის წილი 11%;

3) Turkish Airlines – 255,066 მგზავრი, ბაზრის წილი 10%;

4) ურალის ავიახაზები – 180,041 მგზავრი, ბაზრის წილი 7%;

5) პობედა – 175,474 მგზავრი, ბაზრის 7%;

6) უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები – 106,625 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;

7) Fly Dubai – 100,785 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;

8) აეროფლოტი – 94,305 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;

9) ციმბირის ავიახაზები – 90,431 მგზავრი, ბაზრის წილი 4%;

10) პეგასუსი – 80,556 მგზავრი, ბაზრის წილი 3%.

ავიაკომპანიების მიერ გადაყვანილი მგზავრების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შედგენილ ანგარიშში.
bm.ge