ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო იმ ქვეყნებს შორის დასახელდა, სადაც მოსახლეზე მეტი ტურისტია
09 მაისი, 2017

ბრიტანულმა Telegraph-მა მსოფლიოს 51 ქვეყანის სია გამოაქვეყანა, სადაც მოახლეობაზე მეტი ტურისტია. ამ სიაში საქართველო 37-ე ადგილს იკავებს. Telegraph-ის მონაცემებით საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1,4 ტურისტი მოდის. აღსანიშნავია, რომ Telegraph 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდონა, რა დროსაც საქართველოს 5,9 მილიონი საერთაშორისი მოგზაური ეწვია, 2016 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 6.3 მილიონამდე გაიზარდა.

Telegraph-ის რეიტინგში პირველ ადგილს ანდორა იკავებს, სადაც ერთ მოსახლეზე 33 ტურისტი მოდის.

ამასთან, Telegraph–ი იმ ქვეყნების ათეულს აქვეყნებს, რომელიც ტურისტების მხრიდან ყველაზე მონახულებადი იყო. რეიტინგში პირველი ადგილზეა საფრანგეთი – 84,5 მილიონი ტურისტი ყოველწლიურად, მეორე ადგილზეა ამერიკა – 77,5 მილიონი ტურისტი. მესამე ადგილზეა ესპანეთი – 68,2 მილიონი ტურისტი ყოველწლიურად. ჩინეთი – 56,9 მილიონი; იტალია – 50,7 მილიონი; თურქეთი – 39,4 მილიონი; გერმანია – 35 მილიონი; დიდი ბრიტანეთი – 34,4 მილიონი; მექსიკა – 32,1 მილიონი და რუსეთი – 31,3 მილიონი. 

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.