სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ენერგეტიკის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტის მინერალური წყლის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტში იღებს მონაწილეობას.
აღნიშნული პროექტის ინდუსტრიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა მისი აღდგენის საკითხი.
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში პირველ ჰიდროელექტროსადგურს წარმოადგენდა, იგი ამუშავდა 1898 წელს. ჰიდროელექტროსადგური აღჭურვილი იყო ორი პელტონის ტიპის ტურბინით, ჯამური 103 კვტ დადგმული სიმძლავრით. ისტორიულმა ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება 1950 წელს შეწყვიტა.
www.bm.ge