ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პირველად საქართველოში, ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი «BLUES&WINE - BlUES VILLAGE» ჩატარდება
20 აპრილი, 2017

პირველად საქართველოში, ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი "BLUES&WINE - BlUES VILLAGE" ტარდება.

კომპანია "BlUES VILLAGE" და KOKA & T. BLUES MOB ერთობლივი პროექტია, რომელის ფარგლებშიც ლაგოდეხის ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე 13 კონცერტი ( ივნისი- სექტემბერი) ჩატარდება.

ფესტივალი "BLUES&WINE" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება. 
 
KOKA & T. BLUES MOB 1998 წელს მუსიკოს - კოკა ცქიტიშვილის მიერ ჩამოყალიბდა.
 
ბენდის რეპერტუარი მოიცავს, ბლუზის, როკის, ჯაზის & სოულის ელემენტებს, საკუთარ იმპროვიზაციულ ვერსიებს. ბენდი დიდი წარმატებით მოღვაწეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში: დანია, გერმანია, შვედეთი, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, ტაილანდი, რუსეთი, ნორვეგია, ესპანეთი. მონაწილეობა აქვს მიღებული როკის და ბლუზის, ჯაზის დიდ ფეტივალებში.
 
პროექტის მიზანს წარმოადგენს, ბლუზის ( მუსიკალური ჟანრის) პოპულარიზაცია, რომელიც იქნება ერთგვარი დღესასწაული ქართველი მელომანებისთვის. დამწყები მუსიკოსებისთვის გაიმართება მასტერკლასები,
მოეწყობა  "After party".
 
ღონისძიების ფორმატი მოიცავს: ღიაცისქვეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სამი თვის განმავლობაში ( დასვენების დღეები) მელომანებისთვის ხარისხიანი ბლუზის კომპოზიციების შეთავაზებას სხვადასხვა ქვეყნის ბლუზმენების მუსიკოსების შესრულებით.



© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.