ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში პირველად მევენახეების კონფერენცია ჩატარდება
11 აპრილი, 2019

“საქართველოში პირველად აპრილის ბოლოს მევენახეების კონფერენცია ჩატარდება,“ – ამის შესახებ bm.ge-ს გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განუცხადა. 

როგორც სონღულაშვილი აღნიშნავს, მევენახეობის განვითარება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ვენახია ხარისხიანი ღვინის წარმოების 80%-90%-ის გარანტი. ამ ეტაპზე კონფერენციის განსახორციელებლად გამოყოფილი ინვესტიციის ოდენობა უცნობია და ის ცნობილი მომდევნო თვეში გახდება. 

„კონფერენციაზე განხილული იქნება ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც მევენახეებს აწუხებთ. დაწყებული პესტიციდებიდან, გაგრძელებული სხვადასხვა სახის პრობლემებამდე,“ – განაცხადა სონღულაშვილმა. 

გურჯაანის მაჟორიტარი-დეპუტატის თქმით, კონფერენციაზე მხოლოდ ქართველი მეღვინეები იქნებიან წარმოდგენილები. 

„ამ ეტაპზე, მევენახეების რეგისტრაცია მიმდინარეობს. მათი მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდია და შესაბამისად კონფერენცია მასშტაბური იქნება,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.