საქართველოში, ქუჩებში ტურისტებზე ძალადობის და თავდასხმის ფაქტები გახშირდა – შს სამინისტროს განმარტება
“რატომ არის ხალხი ჩუმად, მაშინ, როდესაც ყოველდღე მინიმუმ 2 ტურისტი იქურდება და სცემენ… რატომ არ ისჯება ამ დროს ჯგუფური თავდასხმა? — ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება ამ შინაარსის სტატუსები. მოქალაქეები ქალაქში გახშირებულ ქურდობაზე საუბრობენ და დანაშაულის აშკარად ორგანიზებულ სქემაზე მიანიშნებენ, რომლის სამიზნეც ძირითადად ტურისტები არიან.
რამოდენიმე დღის წინ შარდენზე თამადასთან ვსეირნობდი ფილიპინელებთან ერთად… სადაც ჩემი ნაცნობი გიდი ატარებდა ტურს რუსებთან. პარალელურად დავინახეთ, რომ ჩვენსკენ მოდიოდა ბოშების ძალიან დიდი ჯგუფი. გიდის პირველი რეაქცია რაც იყო, გადმომხედა და მკითხა, სად გავაქციოთ ეხლა ესენიო? მის ერთ-ერთ ტურისტს 7თვის ბავშვი ჰყავდა. ამ დროს ჩემი ერთერთი ფილიპინელი ცალკე იღებს სელფს, რომელსაც თავზე დაესხა დაახლოებით 15-მდე ბოშა. დანარჩენები დავტოვე და გავაფრთხილე, რომ საფულეები შეენახათ და მორიდებოდნენ. მე კი გავიქევი დასახმარებლად.
მიუხედავათ ჩემი ყვირილის, რომ პატრულში დავრეკავდი და მიუხედავათ იმისა, რომ ეს ფილიპინელი ჩანთის ქნევით იგერიებდა. ვერაფრით მოვიშორეთ, სანამ უკნიდან არ გავიგე დანარჩენების განწირული ხმა – საფულე მოიპარეს..
აქ არ იყო ფულზე საუბარი, აქ იყო 4 პასპორტზე საუბარი, რომლებიც საფულეში იდო.. დაიწყო ჭიდაობა, ჩხუბი, ხვეწნა რომ წაეღოთ ფული, ოღონდაც საბუთები დაეტოვებინათ. ჩაერთო გიდიც ტურისტებით და მოკლედ, საფულე დავიბრუნეთ.. მაგრამ მაინტერესებს, მაშინ როდესაც პოლიციას არ აქვს არანაირი ბერკეტი, არ აქვს არანაირი ძალა და დაუცველები ვართ, როგორც მოქალაქეები, ასევე ტურისტები. მაშინ, როდესაც ტურისტებს ეშინიათ უკვე და გიდები ბოშების დანახვაზე ვერ ხვდებიან, საით გაიქცნენ, სად არის ან შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia, სად არის ამ დროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia, სად არიან ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიები, რუსთავი 2 Imedi Tv ტელევიზია იმედი.. ან რატომ არის ხალხი ჩუმად, მაშინ, როდესაც ყოველდღე მინიმუმ 2 ტურისტი იქურდება და სცემენ… რატომ არ ისჯება ამ დროს ჯგუფური თავდასხმა? და მაპატიეთ ჩემი უცოდინრობა სამართალში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, აქ მარტო ჯგუფური თავდასხმა არ რის და არის რამოდენიმე მუხლი, — წერს ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი.
ტურისტებზე თავდასხმის გახშირებულ ფაქტებს ადასტურებს კომერსანტთან საუბარში ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მაია სიდამონიძეც: “ტურუსტებზე და, არა მხოლოდ მათზე, გახშირებული თავდასხმები და ფულის გამოძალვის მცდელობები, უკვე დიდი ხანია ცნობილია. პირადად შემიმჩნევია ბათუმის აეროპორტთან ბოშების ჯგუფები, სადაც უმეტესად ბავშვები არიან, როგორ უზღუდავენ ტურისტებს შესვლის და გამოსვლის უფლებას, იმ შემთხვევაში თუ ფული არ მისცეს. ეს ფაქტები ერთმნიშვნელოვნად ნეტაგიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე“.
მაია სიდამონიძე პრობლემას საკანონმდებლო ხარვეზში ხედავს.
არასრულწლოვანების მიმართ არსებულ კანონმდებლობაში გარკვეულ პრობლემები გვაქვს. სისხლის სამართლის კოდექსით, 14-წლმადე მოზარდი სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ექვემდებარება. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია, პრობლემა არსებობს და აუცილებლად მოსაგვარებელია. ბევრ წარმატებულ ქვეყანას ეს პრობლემა მოგვარებული აქვს, ანუ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და კარგი იქნება, რომ საქართველომაც გაითვალისწინოს. ჩემი აზრით, კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს, აუცილებელი არ არის მოზარდები ციხეში გამოამწყვდიონ, მაგრამ რაღაც ზომები აუცილებლად უნდა მიიღონ,“ — ასეთია სიდამონიძის პოზიცია.
დანაშაულის გახშირების ფაქტებს აღიარებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
კომერსანტთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტულ ზონაში დანაშაულის პრევენციის მიზნით სისტემატურად პატრულირებს ქვეითი პატრული, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებს.
„ქვეყანაში მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, 14 წლამდე მოზარდების დასჯა აკრძალულია. ეს იციან თავად დანაშაულის ჩამდენებმაც. კანონმდებლობის გამკაცრება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება და გადახვევა იმ კურსიდან, რასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში რეფორმა ჰქვია. თუმცა ვთვლი, რომ პრობლემა მოსაგვარებელია და სამუშაოა პრევენციაზე. ჩვენთან მოდიან ბავშვები, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებული დამნაშავეები არიან, ეს მიგვითითებს იმაზე, რომ გარკვეული მექანიზმები არ მუშაობს. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრეობასთან ერთად ახალი მექანიზმები უნდა შეიმუშაოს,— აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.
www.commersant.ge