საქართველოში რუსი ვიზიტორების ზრდა სახეზეა, თუმცა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 64,3%-იან კლებას აჩვენებს
2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 463,7%-თაა გაზრდილი. 2022 წლის იანვარ-ივნისში რუსეთიდან საქართველოში 247 149 ვიზიტორი შემოვიდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 43 847 ვიზიტორი.
თუმცა მიმდინარე მაჩვენებლები 2019 წლის მაჩვენებლებთან შედარებით 64,3%-იან კლებას აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-ივნისში 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 35,0%-იან ზრდას.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2020 წლის პირველ ნახევარში საქართველოს რუსეთიდან 183 135 ვიზიტორი სტუმრობდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 691 587.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მხრივ რუსეთი ტოპ-15 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა.
ივნისის მონაცემებით მიხედვით, რუსეთიდან საქართველოს 90 239 ვიზიტორი ეწვია, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 502,9% -იანი ზრდაა, ხოლო 2019 წლის ივნისთან შედარებით კი 40,7%%-იანი კლება.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ივნისში საქართველომ რუსეთიდან 152 155 ვიზიტორი მიიღო, 2020 წლის ივნისში - 3 457 ვიზიტორი, ხოლო 2021 წლის ივნისში კი - 14 967 ვიზიტორი. ივნისის მონაცემებით, რუსეთი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მხრივ რუსეთი ტოპ-15 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა.
commersant.ge