ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი KERTEN HOSPITALITY შემოდის
25 თებერვალი, 2019

საქართველოში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი კომპანია Kerten Hospitality შემოდის. BMG-ს ინფორმაციით, Kerten Hospitality-ს მართვის ქვეშ 2019 და 2020 წელს თბილისსა და ყვარელში ორი სასტუმრო გაიხსნება. კერძოდ, თბილისის შემთხვევაში 17-ნომრიანი, ყვარელში კი 80-ნომრიანი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი.

“Kerten Hospitality დიდ გეგმებს ამყარებს ქართული ტურიზმის ბაზარზე და ამ ორი პროექტის გარდა, უკვე განიხილება სხვა პროექტები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. დაგეგმილი სასტუმროები ავთენტურ და განსხვავებულ კონცეფციას და დასვენების გამოცდილებას შესთავაზებენ თავიანთ სტუმრებს” – აცხადებენ კომპანი SavvY-ში, რომელმაც ყვარლის სასტუმროს ბიზნეს გეგმა ინვესტორის კერძო დაკვეთით მომაზადა. 

ამასთან, როგორც კომპანიაში განმარტავენ, სასტუმრო კომპლექსის კონცეფცია სპა ცენტრსა და თანამედროვე საგამოფენო ცენტრებსაც მოიაზარებს ყვარელში.

2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 1%-ით გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, სასტუმროს ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (21.1%) და სამცხეჯავახეთში (14.8%) გაიზარდა. ხოლო თბილისში სასტუმროს ფასები 9.8%-ით არის შემცირებული. აღნიშნული შემცირება ძირითადად გამოწვეულია 3*, 4 და 5* სასტუმროების ფასების კლებით. მაშინ როდესაც თბილისში 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები 14.7%-ით არის შემცირებული, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ თბილისში ბოლო ერთი წლის განმავლობაში booking.com-ზე დარეგისტრირებული 3*, 4* და 5* სასტუმროების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა 19.1%-ით არის გაზრდილი.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.