ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი ერთ თვეში 7,5%-ით გაიზარდა - PMC
22 ივლისი, 2022

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის ივნისში, 2022 წლის აპრილთან შედარებით, 7,5%- ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7,6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9,8%-ით შემცირდა. თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიასა (23,9%) და აჭარაში (19,4%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი რაჭაში (-8,5%).

„2022 წლის ივნისში, 2021 წლის ივნისთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10,2%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 8,4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15,2%-ით გაიზარდა.

წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო რაჭასა (23,1%) და კახეთში (12,9%), ყველაზე ნაკლები კი ქვემო ქართლში (-32,3%)“, — აღნიშნულია ტურიზმის ყოველთვიურ მიმოხილვაში.

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 7 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 245 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 110 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივნისში 519 ლარი შეადგინა. გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 702 ლარი შეადგინა, კახეთში - 575, თბილისში - 568, ხოლო აჭარაში - 552 ლარი.

commersant.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.