ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა რიცხვი რეკორდულად შემცირებულია
15 მარტი, 2021

2020 წლის ბოლო კვარტალში სასტუმროებსა და რესტორნებში დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია. უფრო ზუსტად, საქსტატის მონაცემებით, ამ სექტორში დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობა 26.421 ადამიანია. საგულისხმოა, რომ 2019 წელს დასაქმებულთა რიცხვი სულ 48.634 იყო.

2014 წლიდან პანდემიურ წლამდე, ეს მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა დასული: ჯერ კიდევ 2014 წელს სასტუმროების და რესტორნების სექტორში დასაქმებული  31.3 ათასი პირი იყო. სექტორში დასაქმებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი, ანუ მთლიანობაში - 48.6 ათასი ადამიანი, სწორედ 2019 წელს დაფიქსირდა.

ამასთან, გასული წლის ბოლოს, საქსტატის ცნობით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 873.6 ლარს შეადგენდა, როცა 2020 წლის დასაწყისში ეს თანხა საშუალოდ 904.8 ლარი იყო. 

გარდა ამისა, თუკი 2019 წელს სასტუმროებისა და რესტორნების საშუალო ბრუნვა 2089.1 მლნ ლარს უტოლდებოდა, 2020 წლის ბოლო კვარტალში ბრუნვამ მხოლოდ 234.9 მლნ ლარი შეადგინა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.