ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში შემოსვლისას 10 წლამდე ბავშვებს PCR-ტესტი აღარ მოეთხოვებათ - ახალი გადაწყვეტილებები
17 ივნისი, 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს ძალაში შევიდა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შორის:

-საქართველოს საზღვრის კვეთისას, 10 წლამდე ბავშვებს აღარ მოეთხოვებათ PCR-ტესტი;

-გაფართოვდა (+10 ქვეყანა; ჯამში გახდა 64 ქვეყანა) იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს და ბინადრობის მქონე პირებს შეუძლიათ საქართველოში მოგზაურობა (ყველა სასაზღვრო პუნქტიდან) PCR-ტესტის რეჟიმით.

"ამ გადაწყვეტილებებს წინ უსწრებდა კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია", - წერს მარიამ ქვრივიშვილი.

შესაბამისი დადგენილება სავარაუდოდ ხვალ გამოქვეყნდება.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.