ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რატომ ვერ იხსნება საქართველოში ტურიზმის პირველი უნივერსიტეტი?
06 ივლისი, 2022

თბილისში სასტუმროებისა და ტურიზმის მენეჯმენტის პირველი საერთაშორისო უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც ფრანგული ბიზნეს სკოლის – „ვატელის” ეგიდითა და ბრენდით იქნება წარმოდგენილი, „ბლოკ ჯგუფის“ და სეუ-ს ერთობლივი პროექტია.

კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე საუბარია პროფესიული ტრენინგების დაწყებაზე, რომელიც Vatel-ის სასერთიფიკატო კურსები იქნება. 3, 6 ან 12 თვიანი კურსებზე სწავლის შესაძლებლობა 16 წლიდან ნებისმიერ ადამიანს ექნება.

„ამ ეტაპზე მუშაობა მიდის ფრანგულ პროგრამაზე, რომელმაც აკრედიტაცია უნდა გაიაროს, საკმაოდ ბევრი დეტალია შესათანხმებელი, როგორც საფრანგეთის ასევე საქართველოს განათლების სამინისტროებთან. სწორედ ამ იურიდიულ, ტექნიკურ და ბიუროკრატიულ დეტალებს გავდივართ, წესით ძალიან მალე უნდა მოგვარდეს ყველაფერი და ჩვენი გეგმებით სასწავლებელს მალე გავხსნით. სავარაუდოდ სტუდენტებს მომავალ წელს ან მაქსიმუმ 2024 წელს მივიღებთ. მართალია მიმდინარე წელს როგორც ვგეგმავდით მაგისტრატურაზე და ბაკალავრიატზე სტუდენტებს ვერ მივიღებთ, თუმცა პროფესიული სასწავლების და ტრეინინგების ნაწილი გვინდა ავამუშაოთ, რაც სავარაუდოდ წელს მოხდება და ამ მიმართულებით ბევრი დაინტერესებული ადამიანი გვყავს“, — ამბობს თორნიკე ჯანაშვილი.

მისი პროგნოზით, ტურიზმის სექტორის განვითარების პარალელურად და ამ სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტის ფონზე, სასწავლებელზე მოთხოვნა მაღალი იქნება როგორც საქართველოში, ასევე უცხოელი სტუდენტების მხრიდან.

commersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.