ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვა მიმდინარეობს
04 ივლისი, 2018

საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის საჭირო ხელსაწყოების დემონსტრირებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განცხადა, საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც ტყის ეროვნული ინვენტარიზაციაა და ამ პროცესში საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.

ტყის ეროვნული აღრიცხვა მოიცავს ქვეყანაში არსებულ ყველა ტყეს, მმართველი ორგანოსა და დაცვის სტატუსის მიუხედავად. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ. საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) პროგრამის "ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.