ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოზე უნიკალური გამოცემის შეძენა Amazon-ზეა შესაძლებელი
29 ივნისი, 2018

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ  საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცა.

წიგნი „GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’’ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში, ოქსფორდის უნივერსიტეტმა პირველად გამოსცა.

მასზე  ისტორიკოსმა ნიკოლოზ ალექსიძემ იმუშავა და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.

„GEORGIA: A Cultural Journey through the Wardrop Collection’’ ბოდლეანის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. კოლექცია შეიცავს წლების მანძილზე ოლივერ და მარჯორი უორდროპების მიერ შეგროვებულ და უნივერსიტეტისთვის გადაცემულ მასალას; მათ შორის, უძველეს ქართულ ხელნაწერებს, უნიკალურ წიგნებსა და საარქივო დოკუმენტებს.

წიგნის შეძენა ამჟამად Amazon.com-იდან არის შესაძლებელი, უახლოეს მომავალში ის ქართულ სავაჭრო ქსელებშიც იქნება ხელმისაწვდომი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.